ჩინეთში Lamborghini Aventador–ის მფლობელმა მწვადების ორიგინალურად მომზადება გადაწყვიტა. იმის ნაცვლად რომ ბუნებაში გასულიყო და ხორცი ცეცხლზე შეეწვა, მან თავისი სუპერქარის გამოყენება გადაწყვიტა. თუმცა, რაღაც ისე ვერ წავიდა როგორც ჩინელს წარმოედგინა: ავტომობილმა უჩვეულო ბოლის გამოშვება დაიწყო და მზარეულს იმის აღიარება მოუხდა, რომ ჩანაფიქრი წარუმატებელი იყო. პანიკაში ჩავარდნილი ავტომფლობელის ვიდეო ჩინურმა გამოცემებმა გაავრცელეს.
როგორც კადრებში ჩანს, Aventador პარკინგზე, Ferrari–სა და სხვა სუპერქარებთან ერთად იყო. მამაკაცი გამონაბოლქვის მილთან დაჯდა და მეგობარს გაზის პედლისთვის ფეხის დაჭერა სთხოვა.
თავიდან თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ სუპერქარი აალდა. შემდეგ კადრებში ჩანს, თუ როგორ ცდილობს შეშინებული მძღოლი სუპერქარის გადარჩენას.