LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის სახლს მოქალაქისთვის 55 000 ლარის გადახდა დაეკისრა

58

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და სსიპ იუსტისიის სამინისტროს ქეთევან კობახიძემ 3 წლიანი დავა მოუგო.

მოპასუხეებს სამსახურიდან ქეთევან კობახიძის უკანონო გათავისუფლებისთვის კომპენსაციის სახით 55 000 ლარის ანაზღაურების გადახდა დაევალათ.

სამინისტროს სსიპ-ის ყოფილი თანამშრომლის ინტერესებს სასამართლოში  “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტები ოლიკო შერმადინი და თეონა ზაქარაშვილი იცავდნენ.

ქეთევან კობახიძე 2013 წლის 14 იანვრიდან სსიპ. იუსტიციის სახლის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კონკურსის წესით დაინიშნა. ხოლო 2014 წლის 2 ივნისს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით ადმინისტრაციული გადაცდომის მოტივით თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქეთევან კობახიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, რადგან ქალბატონი ქეთევანის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია.