ნინოწმინდის პანსიონიდან დღეს ბავშვები გამოიყვანეს.
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ცნობით, ბავშვთა სახლიდან წამოსვლის სურვილი 6 არასრულწლოვანს ჰქონდა.
სააგენტომ უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა.
მათივე განმარტებით, იდენტიფიცირებულია კიდევ 10-მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა.
დღესვე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
უწყების ცნობით დაწყებულია გამოძიება, გამოძიების ფარგლებში კი, უკვე გამოკითხულია რამდენიმე არასრულწლოვანი.
“ბავშვები, რომლებიც გალიაში ჰყავთ გამომწყვდეულები, აუცილებლად იცხოვრებენ უკეთეს პირობებში” – ნინოწმინდის პანსიონის მძიმე ამბავი
აღნიშნულ თემაზე რადიო „ფორტუნას“ ეთერში ექსპერტმა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებში გოგა ხატიაშვილმა ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, თითოეული ასეთი საქმის შესწავლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა ასეთი ინდივიდუალური მიდგომა, იქ არსებული სიტუაციის სრულყოფილ პრევენციას ვერ მოგვცემს.
“ამას სჭირდება გლობალური მიდგომა. აღმოჩნდა რომ იქ ბავშვებისთვის არ არის სათანადო გარემო, პირობები, ისინი არ არიან დაცულები შესაძლო ძალადობისგან. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი.
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონი 2012 წელს დაარსდა.
ნინოწმინდის პანსიონი 2012-21 წლებში ბიუჯეტიდან 9.8 მილიონით დაფინანსდა - ფლანგვის დეტექტორი
ასეთი ტიპის დაწესებულებები უნდა გაუქმდეს და სხვა ზრუნვის ალტერნატიული ზომები იყოს ბავშვებისთვის მიღებული.
ასეთი ტიპის დაწესებულებები აკრძალულია ადამიანის უფლებათა სამართლით იმიტომ, რომ თავისი არსით იქ არის არაადამიანურად მოპყრობის რისკის მაღალი გარემო.”-აღნიშნა ხატიაშვილმა.
უფლებადამცველმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ბავშვები უნდა იყვნენ ისეთ გარემოში, სადაც მათზე გავრცელდება ინდივიდუალური ზრუნვის სისტემა. ამისათვის კი სხვადასხვა ალტერნატივა უნდა იყოს გამოყენებული.
პირველი-ხელი უნდა შეეწყოს იმას, რომ ბავშვები იყვნენ ბიოლოგიურ ოჯახში და ბიოლოგიური ოჯახების პრიორიტეტული გაძლიერება უნდა მოხდეს, თუ არ აქვთ მათ სათანადო პირობები უნდა მოხდეს მათი გაძლიერება.
მეორე-ბავშვები უნდა განთავსდნენ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, მინდობით აღზრდაში, სადაც უფრო მეტი ზრუნვის სისტემა არსებობს.
საერთაშორისო სამართალი, ბავშვთა უფლებათა კონვენცია ამბობს, რომ არ არის მიზანშეწონილი ასეთი ტიპის პანსიონების არსებობა.
ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოვლენა არის ძალიან რთული და ამისი 2 გზა არსებობს.
პირველი-როცა ბავშვები თავად საუბრობენ სავარაუდო ძალადობაზე და მეორე გზაა, როდესაც შესაბამისმა პროფესიონალებმა თავად უნდა მოახდინონ ძალადობის იდენტიფიცირება.
კიდევ უფრო რთულია დახურული ტიპის დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის გამოვლენა.”-განაცხადა უფლებადამცველმა.
წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს – შსს
გოგა ხატიაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ნინოწმინდის პანსიონი გამონაკლისი არ არის და სავარაუდო დანაშაულებები შესაძლოა სხვა პანსიონებშიც ხდებოდეს.
„ბუნებრივია, ნინოწმინდის პანსიონი არ არის გამონაკლისი, მაგრამ ყველაზე მძაფრად და მძიმედ ეს პანსიონი დავინახეთ.
2015 წელს სახალხო დამცველს აქვს ანგარიში მომზადებული, სწორედ ამ ტიპის დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ და სხვა პანსიონებშიც მიუთითებს ამ ტიპის დარღვევების ფაქტებზე.
დასკვნაში კი, ჯერ კიდევ 2015 წელს ნინოწმინდის პანსიონზე განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს.
იმიტომ, რომ შედარებით მძიმე მდგომარეობა იყო ნინოწმინდაში.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ბავშვებს შორისაც ჰქონდა სავარაუდო ბულინგსა და ძალადობას ადგილი და გამოყოფს, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ და თუ ფსიქოლოგიურ ძალადობას აღმზრდელების მხრიდან.”-განაცხადა გოგა ხატიაშვილმა “ფორტუნას” ეთერში.