LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანჯელინა ჯოლიმ იუბილზე საყვარელი შავი ფერი ყვითლით ჩაანაცვლა

118
Untitledg

4 ივნისს ანჯელინა ჯოლიმ 46-ე დაბადების დღე იზეიმა. ვარსკვლავმა იუბილე  ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ რესტორანში შვილებთან ერთად აღნიშნა. ჯოლი სადღესასწაულო ფორმაში იყო. მას ყვითელი, დახვეწილი კაბა ეცვა, ფეხზე  კი  – კრემისფერი კლასიკური ფეხსაცმელი, ხელში „ვერსაჩეს“ 2920 ევროიანი ჩანთა ეჭირა. ანჯელინას შვილები კი ყოველდღიურ ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილები.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ჯოლი სულ შავი ტანისამოსით ჩნდებოდა საზოგადოების წინაშე, ეს მისი პირველი ფერადი სამოსია დიდი ხნის განმავლობაში.

შეგახსენებთ,  ჯოლისა და პიტს შორის სასამართლო პროცესი, რომელიც 4 წელი მიმდინარეობდა ბრედის  გამარჯვებით დასრულდა. პიტმა შვილებზე საერთო მეურვეობა მოიპოვა.

„ანჯელინა ბრედს არასდროს აპატიებს“ – ჯოლის რეაქცია სასამართლოში პიტის გამარჯვებაზე დამანგრეველი იყო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები