LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანჯელინა ბრედს არასდროს აპატიებს“ – ჯოლის რეაქცია სასამართლოში პიტის გამარჯვებაზე დამანგრეველი იყო

300
Untitledk

როგორც იცით, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტს შორის სასამართლო პროცესი, რომელიც 4 წელი მიმდინარეობდა ბრედ პიტის გამარჯვებით დასრულდა. პიტმა შვილებზე საერთო მეურვეობა მოიპოვა.

შვილებზე მეურვეობა მოპოვებულია – ბრედ პიტმა ანჯელინა ჯოლისთან სასამართლო პროცესი მოიგო

ახლახანს ახალი დეტალები გახდა ცნობილი, ინსაიდერის განცხადებით ანჯელინა გაცეცხლებულია და ბუნებრივია, დანებებას არ აპირებს, ის მორიგი ნაბიჯებისთვის ემზადება და სასამართლო დასკვნის გასაჩივრებას გეგმავს.

„ანჯელინა ბრედს არასდროს აპატიებს“, – აცხადებს ინსაიდერი.

ბრედ პიტთან დაახლოებული პირების განცხადებით კი პიტმა შესანიშნავად იცის, რომ მისი ყოფილი მეუღლე ფარ-ხმალს ასე მარტივად არ დაყრის და ამიტომ ის მორიგი ბრძოლისთვის მზადაა.

ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებს და მზადაა დამამტკიცებელი საბუთები წარადგინოს

„ის ანჯელინას ცუდს არ უსურვებს, მისი კარი ყოფილი მეუღლისთვის მუდამ ღიაა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის ცივილურად მოიქცევა“, – განაცხადა ინსაიდერმა.

ცნობისთვის, ბრედმა მეურვეობა ბიოლოგიურ შვილებზე, 15 წლის შაილოზე და 12 წლის ტყუპებზე, ვივიენსა და ნოქსზე მოიპოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები