LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომდევნო წლებში ჩვენი დედაქალაქი აუცილებლად იქნება ყველაზე მწვანე ქალაქი: კახა კალაძე

80
კახა-კალაძე-3

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მომდევნო წლებში ჩვენი დედაქალაქი აუცილებლად იქნება ყველაზე მწვანე ქალაქი.

გარემოს დაცვის პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას კალაძემ აღნიშნა, რომ დაწყებულია თემქის ხევის სრული რეაბილიტაცია, ასევე არსებობს დიღმის ჭალების პარკის მოწყობის, ვერის პარკისა და თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი.

„დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ჩვენი დედაქალაქი აუცილებლად იქნება ყველაზე მწვანე, კომფორტული და ყველანაირად კეთილმოწყობილი ქალაქი, სადაც ყველა თაობის ადამიანი კომფორტულად იცხოვრებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში წარადგინა

თბილისში დღეს არ ხორციელდება არც ერთი პროექტი, არ გაიცემა არც ერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუ გარემოს დაცვითი სტანდარტები უმაღლეს დონზე არ არის დაცული: კახა კალაძე