LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში დღეს არ ხორციელდება არც ერთი პროექტი, არ გაიცემა არც ერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუ გარემოს დაცვითი სტანდარტები უმაღლეს დონზე არ არის დაცული: კახა კალაძე

66
კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „დღეს დედაქალაქში აღარ ხორციელდება არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი და არ გაიცემა არც ერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვითი სტანდარტები უმაღლეს დონზე არ არის დაცული და სრულად არ შეესაბამება დედაქალაქისა და თბილისის მცხოვრებთა ინტერესებს“. აღნიშნული განცხადება მან გარემოს დაცვის პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა.

მისივე განმარტებით, 2017 წელს მის მიერ დადებული პირობა სრულდება და თბილისის მერია არ გასცემს ნებართვას ისეთ ადგილებში მშენებლობაზე, სადაც რეკრეაციული სივრცეები, სტადიონები და სპორტული კომპლექსები იყო.

„შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, დღეს დედაქალაქში აღარ ხორციელდება არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაიცემა არც ერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვითი სტანდარტები უმაღლეს დონზე არ არის დაცული და სრულად არ შეესაბამება დედაქალაქისა და თბილისის მცხოვრებთა ინტერესებს. ჯერ კიდევ 2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებდით, თბილისელებს მივეცი პირობა, რომ ჩვენ არ გავცემდით არც ერთ ნებართვას და არც მოხდებოდა ისეთ ადგილებში მშენებლობების განხორციელება, სადაც იყო რეკრეაციული სივრცეები, სტადიონები, სპორტული კომპლექსები. ჩვენ ჩვენს დაპირებას ვასრულებთ და ეს მომავალშიც გაგრძელდება.

განვლილი წლების მანძილზე შემუშავდა ნარჩენების მართვის გეგმა და სტრატეგია, რის შედეგად დედაქალაქში ბევრად მარტივი გახდა ნარჩენების გატანა და გადამუშავება, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, საითაც მივდივარ და აქაც გვინდა გადმოვიტანოთ ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების გადამუშავება და მივიღოთ ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, – განაცხადა კალაძემ.

გარემოს დაცვის პოლიტიკის ანგარიშის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას კალაძემ თბილისის ზღვის სანიტარული დაცვის ზონებზეც ისაუბრა და აშნიშნა, რომ ამ მიმართულებით ეფექტიანი კონტროლი ხორციელდება. მისივე თქმით, საზოგადობრივი ტრანსპორტი სრულად განახლდა ეკოლოგიურად სუფთა ავტოპარკით, რაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

mazda magti 5g