LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

EBRD საქართველოს კონკურენციის სააგენტოს საქმიანობის მხარდაჭერას გააგრძელებს

107

საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, ნოდარ ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დირექტორს სამხრეთ კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში,  ბრუნო ბალვანერას შეხვდა.

მხარეებმა განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების პრიორიტეტებზე ისაუბრეს.  მთავარი ყურადღება EBRD-ისა და საქართველოს კონკურენციის სააგენტოს სამომავლო თანამშრომლობაზე, ასოცირების ხელშეკრულებით, ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებისა და კონკურენციის პოლიტიკის ეფექტური აღსრულების კუთხით გასატარებელი ღონისძიებების პერსპექტივებსა და მნიშვნელობაზე გამახვილდა. ნოდარ ხადურმა შეხვედრისას ბრუნო ბალვანერას გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა. მათ შორის, კონკურენციის სფეროში პირველი საერთაშორისო-სამეცნიერო კონფერენციის განხორციელებაში შეტანილი წვლილისათვის, რომელსაც 20-ზე მეტი მეგობარი ქვეყნის კონკურენციის უწყების მაღალი რანგის პირი და 200 წევრი ესწრებოდა.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, არა მხოლოდ ფინანსური თანამშრომლობის, არამედ ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, მნიშვნელოვანი პარტნიორი და საიმედო მეგობარია. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, კონკურენციის პოლიტიკის ხელშეწყობა და დაცვა დღეს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. მჯერა, რომ 2018 წელს ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მეტი ხელშესახები შედეგების მომცემი იქნება“, – განაცხადა ნოდარ ხადურმა და EBRD-ს მხარდაჭერისა და, ზოგადად, ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

magti 5g