საქართველოში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ეპიდემიოლოგები რეგულაციების ნაადრევად შემსუბუქებას ეწინააღმდეგებიან. მიზეზი კი ეპიდვითარების შესაძლო გაუარესებაა.
მომდევნო კვირიდან, სავარაუდოდ ორჯერადად აცრილი პირებისთვის ღამით გადაადგილებაზე შეზღუდვა მოიხსნება და ამასთანავე ისინი პირბადის ტარების ვალდებულებისგანაც გათავისუფლდებიან.
ქვეყანა მასობრივი ვაქცინაციისთვის ემზადება, რომელიც ივლისში უნდა დაიწყოს.