საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, კიდევ ერთი კომპანია შპს „კორდი“ გაფართოებას შეძლებს.
კომპანია უახლესი ტექნოლოგიის დანადგარებს შეიძენს, რაც მას საშუალებას მისცემს, რომ ულტრაწმინდა მასალები, კერძოდ შენობის მოსარპიკეთებელი მასალა აწარმოოს და ადგილობრივ ბაზარს ენერგოეფექტური ტექნოლოგიით დამზადებული მაღალხარისხიანი პროდუქცია მიაწოდოს.
შპს „კორდი“, რომელიც 2018 წლის ივნისის თვეში შეძლებს საწარმოს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვას, დღიურად 50-60 ტონა პროდუქციის წარმოებას გეგმავს. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ კომპანია, რომელიც სოფელ ახალთერჯოლაში მდებარეობს, 30 ადამიანს დაასაქმებს.
შპს „კორდი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 268 000 ლარს შეადგენს.