LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჩიკო მეფარიძის ახალგაზრდობის საიდუმლო

326
DSC0970

მომღერალმა აჩიკო მეფარიძემ „პროფილის“ ეთერში ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ახერხებს ის ახალგაზრდული იერის შენარჩუნებას.

მომღერალმა აღნიშნა, რომ რაიმე განსაკუთრებულს ამისთვის არაფერს აკეთებს, გარდა იმისა, რომ მისი ცხოვრების წესი ჯანსაღია და სკოლის პერიოდიდანვე ვარჯიშითაა დაკავებული.

რაც შეეხება მის კვების რაციონს, ცნობილი მომღერალი, ძირითადად, ბოსტნეულით იკვებება.

„საერთოდ სულ ვვარჯიშობდი სკოლიდან დაწყებული, ცურვა, ჩოგბურთი, ფრენბურთი…

ახლაც ვვარჯიშობ. ეს მე მომწონს.

ბოლო 20 წელიწადია, შეიძლება უფრო მეტიც, ჯანსაღად ვიკვებები.

საერთოდ ბებიაჩემი ამბობდა, რომ ვისაც ხორცი უყვარს, ის ჩქარა ბერდებაო. არ ვიცი ეს რამდენად მართალია, მაგრამ მე ვჭამ მარტო ბოსტნეულს.

ხორცსაც ვჭამ, ძალიან მიყვარს საახალწლოდ შებრაწული გოჭი, შემწვარი სოფლის წიწილა, ვჭამ ხანდახან ხინკალსაც, მაგრამ ძირითადად მხოლოდ ბოსტნეულს.

დილის საუზმეში შედის ხაჭო, არაჟანი ან ბოსტნეული.“-აღნიშნა აჩიკო მეფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g