LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, იტყვით, ლარი მყარდებაო, მეორე დღეს დასუსტებას იწყებს: რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს

50
რომან-გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას მიმართა და უთხრა, რომ „ხმა არ უნდა ამოიღოს, რადგან თარსია“. გოცირიძის თქმით, „როგორც კი ფინანსთა მინისტრი იტყვის ლარი მყარდებაო, მეორე დღეს დასუსტებას იწყებს“.

გოცირიძის თქმით, ლარი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

„ვალის აღება კი არ არის სატრაბახო, ვალის გასტუმრებაა საქმე. თქვენ იამაყეთ ლარი გამყარდა აპრილში ეკონომიკის 45%-იანი ზრდის გამოო. მსოფლიოში მაჩვენეთ ერთი ქვეყანა 200 ქვეყნიდან, სადაც აპრილში გაიზარდა 45%-ით, სისულელეა ეს! იტყუება სტატისტიკის სამსახური, არასწორად დათვალეთ ინფლაცია.

რამდენჯერაც ლარი გამყარდება რაღაც მიზეზით, გამოდის ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გამოდიხართ თქვენ, პრემიერ-მინისტრი და იწყებთ ისევ ზეიმს. ახლა ხომ დადექით ერთად, ლარი მყარდებაო – სულ გეუბნებით, ხმა არ ამოიღოთ, თარსი ხართ, ითარსებით, იტყვით მყარდებაო, მეორე დღეს იწყებს დასუსტებას, იმიტომ კი არა, რომ ცუდი ენა გაქვთ, იმიტომ რომ არ იცით რას ამბობთ.

ლარი არის მართვით სუნთქვაზე, რის თავისუფალი ცურვა და რა თავისუფალი ყვინთვა? 900 მილიონს რომ გაყიდი და 3 მილიარდს რომ ამოიღებ და ლარი ხელით რომ გიჭირავს ეროვნულ ბანკს. ლარი ხელით უჭირავთ და ამ დროს, ესენი მიდიან და ნასესხებ ფულს, რომელიც ნაშთებში უნდა იყოს და უყურებდეს, რომ ლარი არსად გაექცეთ, მევახშეობას ეწევიან, კომერციული ბანკების დეპოზიტებზე უდევთ, აპროცენტებენ. მოკლედ, თქვენმა იაფი ფულის პოლიტიკის შეწყვეტამ გაამყარა ლარი, მაგრამ ლარი ისევ გაუფასურდება, თუ იგივე გააგრძელეთ“, – განაცხადა გოცირიძემ.

პოპულარულები