ზუგდიდში გარემოვაჭრეებთან შეთანხმება ვერ შედგა. ისინი 24-საათიანი საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
„სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ, არ გავჩერდებით,“ – ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე მარინა ფარულავა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი აცხადებს, რომ ქალაქში გარევაჭრობა აღარ იქნება. მისი თქმით, გარემოვაჭრეებს რამდენიმე ალტერნატიული სავაჭრო ადგილი შესთავაზეს, თუმცა ისინი უარს ამბობენ და ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობას ითხოვენ.