საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე იაკობი ნინოწმინდის პანსიონში, შესაძლოა, მისი პირადი თვისებებიდან გამომდინარე დაენიშნათ.
ანდრია ჯაღმაიძის თქმით, მიტროპოლიტ იაკობს სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილებაც და პრინციპულობაც აქვს.
„მეუფე იაკობს სტუდენტებთან ურთიერთობის გამოცდილება აქვს, შეუძლია საკითხები პრინციპულად დააყენოს და დაიცვას. შესაძლოა, მისი ბევრი პირადი თვისებებიდან გამომდინარე. როგორც ჩანს, არის ზოგიერთი დაფარული თვისება, რომელიც ასე, ყოველდღიურად არ ჩანს. ვნახოთ, რას მოიტანს, შედეგის მიხედვით ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ნინოწმინდის პანსიონის დირექტორი იყო მეუფე სპირიდონი, ახლა ვარ მე: მეუფე იაკობი