პრემიერ-მინისტრი ეუთო-ს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter -ში ეხმაურება.
ირაკლი ღარიბაშვილი ეუთო -ს გენერალურ მდივანს მადლობას უხდის საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის.
პრემიერ-მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ეუთო -ს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან. ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-ეუთოს თანამშრომლობაზე და კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე.
განვიხილეთ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა. მადლობას ვუხდი ეუთო -ს საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის“,- წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ში.