„სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავი, ემილია კლარკი კენსინგტონის სასახლის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო წვეულებას Centrepoint Awards-ს დაესწრო. ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე მსახიობი ყვავილებით დაპრინტულ ულამაზეს კაბაში მივიდა. ჭრელ კაბას კლარკმა პასტელური ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მკვეთრი მაკიაჟი შეუხამა.
ემილია კლარკი საქველმოქმედო წვეულებაზე ემოციური სიტყვით გამოვიდა და იმ ორგანიზაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც რთულ სიტუაციაში მყოფ ადამიანებს ეხმარება.