ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსკი სოციალურ ქსელ twitter-ში აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას პოსტით ეხმაურება და ბაიდენს თხოვნით მიმართავს.
„პრეზიდენტო ბაიდენ, გთხოვთ, გადაეცით პუტინს: თუკი მეზობელს თავს კვლავ დაესხმება, ჩვენ საქმით და არა მხოლოდ სიტყვებით ვუპასუხებთ,“ – წერს რადოსლავი.
ევროპარლამენტის წევრი ასევე წერს, რომ თუ პუტინი ქვეყნებს გაზის საკითხით დააშანტაჟებს, პასუხად „ჩრდილოეთ ნაკადის“ სანქციებს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ჟენევაში რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების შეხვედრა ამ წუთებში მიმდინარეობს.
Oni są zdolni do nieoddania władzy po przegranych wyborach. pic.twitter.com/8iwxaCNntp
— Radosław Sikorski MEP ???? (@sikorskiradek) June 16, 2021