ეკა ბესელია თავისი პირველი ქორწინების შესახებ ჟურნალ „გზასთან“ საუბრობს. ის იხსენებს, რომ 18 წლის ასაკში სკოლელმა მოტყუებით მოიტაცა – „ეს „სპეცოპერაცია“ სწორედ მან დაგეგმა. იყო ურთულესი პერიოდი – 1990-1991 წლები, როცა ჩვენს ქვეყანაში დიდი გაჭირვება გახლდათ. თბილისში ბინა ვიქირავეთ და რუსთაველზე ვცხოვრობდით. ხუთი წელი ერთად ვიყავით და შემდეგ დავშორდით, რადგან აღმოჩნდა, რომ ერთმანეთისთვის სრულიად განსხვავებული ადამიანები ვიყავით. მიუხედავად ამისა, მისი გარდაცვალება ჩემთვის დიდი ტრავმა იყო – რამდენიმე წლის წინ დაიღუპა და ძალიან განვიცადე…“