LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„10-15 წელი დედა რომ წასულია, მამების უმეტესობა შეიძლება ან გალოთდეს, ან სხვას გადაეყაროს, ბავშვისთვის ერთ გაჭირვებას მეორე ემატება“ – მარინა კაჭარავა

185
marina-kacharava

ფსიქოლოგმა მარინა კაჭარავამ ისაუბრა თემაზე, რამდენად სტრესულია ბავშვისთვის ემიგრაციაში წასული დედის გარეშე ცხოვრება. ფსიქოლოგის თქმით, ამ დროს კიდევ უფრო რთულია მამისა და ბებიის როლი, რაც ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე აუცილებლად აისახება.

„ბავშვისთვის ემოციური კონტაქტი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ გვგონია, რომ თუ ბავშვი სუფთად არის, დავარცხნილია, დაბანილია, ნაჭამია, მორჩა, ყველაფერი აქვს. მას სჭირდება ჩახუტება, აღიარება, მოფერება, პატივისცემა. ხშირ შემთხვევაში მას არ აქვს ეს დედასთანაც კი, არათუ დედის გარეშე. დედა რომ ტოვებს ბავშვს, ეს ძალიან დიდი ტრაგედია და გაჭირვებაა. მე ძალიან თანავუგრძნობ ასეთ დედებს. ვინც დედაა ის გაიგებს, რამდენად ძნელია ბავშვის გარეშე გაატარო თუნდაც ერთი ღამე. დედები წლები მუშაობენ მონურად, რომ აქ უზრუნველყონ თავიანთი შვილები. შეიძლება ბავშვს ერჩივნოს ხახვი ჭამოს და პური, წვიმა ჩამოდიოდეს მის სახლში და დედ-მამა გვერდით ჰყავდეს. 10-15 წელი დედა რომ წასულია, მამების უმეტესობა შეიძლება ან გალოთდეს, ან სხვას გადაეყაროს. ბავშვისთვის ერთ გაჭირვებას მეორე ემატება. როდესაც ბებიასთან რჩება ბავშვი, ბებია არის ძალიან ცოდო ამ შემთხვევაში. ჩვენს კულტურაში ბებია არის ძალიან ტკბილი, ძალიან საყვარელი. ​ამ დროს ბებია ხდება ძალიან ავი. მას აქვს ორმაგი პასუხისმგებლობა შვილის წინაშე, ბავშვის წინაშე. თუ დედა გაუშვებდა ექსკურსიაზე, ბებია არ უშვებს, თუ დედა ჩაუშვებდა ეზოში, ბებია არ უშვებს. ის მაქსიმალურად სტრესავს კიდევ ბავშვს თავისი კონტროლით. ბავშვი დათრგუნული და დაჩაგრულია ყველა შემთხვევაში“, – განაცხადა მარინა კაჭარავამ „საპატრიარქოს ტელევიზიაში“ სტუმრობისას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g