LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2018 წელი საგარეო ვაჭრობის ზრდით დაიწყო

102

2018 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 815.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.1 პროცენტით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 222.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 593.6 მლნ. აშშ დოლარი (18.1 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარში 371.3 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.5 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 თებერვალს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები