LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი კომისიები მილიონი გვინახავს, მაგრამ დეოკუპაცია გაყინულია. სიღრმეში შემოდიან და ხალხს იტაცებენ, კომისიები ამას ვერ უშველის: ვაშაძე

69
გიორგი ვაშაძე

“ასეთი კომისიები მილიონი გვინახავს, მაგრამ დეოკუპაციაც, დეანექსიაც არის გაყინული. პირიქით, უფრო და უფრო ხდება მცოცავი ოკუპაცია და სიღრმეში შემოდიან, ხალხს იტაცებენ, კომისიები ამას ვერ უშველის.” – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ იმ კომისიაზე საუბრის დროს განაცხადა, რომელიც დეოკუპაციის სტრატეგიის შესაქმნელად შეიქმნა.

დეოკუპაციის სტრატეგიის შესაქმნელად სამთავრობო კომისია შეიქმნა

ვაშაძე ამბობს, რომ “ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი გაყინულია, რუსეთმა გაბედა და საქართველოს ტერიტორიის ანექსია მოახდინა და რომ ამ საკითხს სისტემური მუშაობა სჭირდება:

“ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი გაყინულია, მეტიც, რუსეთმა გაბედა და საქართველოს ტერიტორიის ანექსია მოახდინა. აფხაზეთის ნაწილი წაგვართვა, ანუ საერთოდ გადაიფორმა, რუსეთის ტერიტორიააო. ეს ხალხი დუმს და არაფერს აკეთებს ამასთან დაკავშირებით. იმის ნაცვლად, ჩვენთან დარბოდნენ, რომ ერთად გავიქცეთ გაერო-ში, ვაშინგტონში, ყველგან, რომ ანექსია შევაჩეროთ (ანექსია, ოკუპაცია აღარ არის ანექსია, წაიღო ტერიტორია, უბრალოდ აიღო და წაიღო აფხაზეთის ნაწილი, გაუფორმა თავის ნაწილად), ეს ხალხი კომისიებს გვიქმნის.

ასეთი კომისიები მილიონი გვინახავს, მაგრამ დეოკუპაციაც, დეანექსიაც არის გაყინული. პირიქით, უფრო და უფრო ხდება მცოცავი ოკუპაცია და სიღრმეში შემოდიან, ხალხს იტაცებენ, კომისიები ამას ვერ უშველის. ამას უნდა სისტემური მუშაობა.” – თქვა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, “დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის” შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა.

სამთავრობო კომისიის ამოქმედების მიზანია საერთო ეროვნული პროცესის შექმნა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა ქვეყნის დეოკუპაციის, გამთლიანებისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით.

magti 5g