LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ექვსი წლის ბავშვი, რომ რაღაცებს გეკითხება, შენ რომ არ გცალია და შენი საქმეებით ხარ დაკავებული, ეს ცნობისმოყვარეობა მერე ქრება“ – თამარ გაგოშიძე

803
gagoshidzenews5

თამარ გაგოშიძემ ვრცლად ისაუბრა, რამდენად მნიშვნელოვანია სწორად გავიგოთ, რა არის სიზარმაცე და როგორ გავუჩინოთ ბავშვებს ინტერესი საქმის კეთების მიმართ.

სიზარმაცე აბსტრაქტული ტერმინია. რა არის სიზარმაცე? როდესაც ცდილობ, რომ აუცილებელი გასაკეთებელი არ გააკეთო, თავი აარიდო ან გადაწიო. რისი შედეგია ე.წ. სიზარმაცე? 14 წლის ასაკში არის უკვე გვიანი ბავშვის ინტერესების გაღვიძება. ექვსი წლის ბავშვი, რომ რაღაცებს გეკითხება, ცნობისმოყვარე რომ არის, შენ რომ არ გცალია, კითხვებზე პასუხს რომ არ აძლევ და შენი საქმეებით ხარ დაკავებული, ​ეს ცნობისმოყვარეობა მერე ქრება. ცნობისმოყვარეობა გადადის მერე შრომისმოყვარეობაში. მასწავლებელიც და მშობელიც ამ გადასვლას აბრკოლებს ძალიან ხშირად, იმიტომ, რომ არ სცალიათ.

ჩვენ უნდა შევხედოთ ჩვენს თავს, ძალიან ხშირად ​ხომ არ ვაიძულებთ ბავშვს, რომ აუცილებლად ეს გააკეთოს. ბუნებრივია, რომ ვაიძულებთ, იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ მოგვიწევს დისკუსია, რატომ უნდა ისწავლოს ბავშვმა. 6-7 წლის ასაკში ეს ასე არ არის, თუმცა 14 წლის ბავშვთან დისკუსია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხშირად მოსულან ჩემთან მშობლები და უთქვამთ: „ბავშვს ვეუბნები, რომ აი, ის მენაგვე იქნები.“ არაფრით არ შეიძლება ამის თქმა. რას ნიშნავს, მენაგვე იქნები?! მენაგვე ადამიანი არ არის, პერსონა არ არის და საქმე არ არის მენაგვეობა?! ასეთი ტიპის ტექსტები, რომ შენ თუ არ ისწავლე, არ იქნები ისეთი, როგორიც მე მინდა, არის მიუღებელი სტრატეგია. ბავშვი გრძნობს, რომ ეს არ არის სწორი და უბრალოდ ლოზუნგია მშობლის მხრიდან“ – განაცხადა თამარ გაგოშიძემ „რადიო იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g