LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იკრიბებიან

62
ხოშტარია

საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით რესპუბლიკის მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იკრიბებიან.

შეკრების შემდეგ, აქტივისტები თბილისიდან სოფელ ქვემო ჭალისკენ გადაინაცვლებენ, სადაც გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით ოჯახის მიერ დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.

“ახლა, მორალურად ძალიან მნიშვნელოვანია ზაზა გახელაძის მხარდაჭერა ” – ელენე ხოშტარია.

პოლიტიკური მოძრაობა “დროას” ხელმძღვანელის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია ზაზა გახელაძის მხარდაჭერა და ასევე კონკრეტული შედეგის დადგომისთვის, ვინაიდან, თუ საზოგადოება არ იმოქმედებს, ნათლად ჩანს, რომ ხელისუფლება ჩუმად ყოფნას ამჯობინებს.

ხოშტარიას განმარტებით, პროტესტის ფორმას განსაზღვრავს ოჯახი . მისი თქმით, აქციის მონაწილეები ოჯახის პროტესტის ნებისმიერ ფორმას გვერდში დაუდგებიან.

„ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ 11 თვეა გატაცებულია ზაზა გახელაძე და ეს დრო დავხარჯეთ არათუ ქმედით ნაბიჯებში, როგორიცაა საერთაშორისო ბერკეტისა და სხვადასხვა წნეხის გამოყენება, არამედ ოჯახის გაჩუმებასა და საკითხის მიყრუებაში. ამაშია პრობლემა. დღეს კი ვნახეთ, რომ ოჯახმა ღიად თქვა, მათ შორის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, რომ მათ სჭირდებათ საზოგადოების მხარდაჭერა“, – აცხადებს ხოშტარია.

magti 5g