დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში დელტა ანუ ინდური შტამი გახდეს წამყვანი ცირკულაციაში. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე განაცხადა.
დელტა შტამის ოფიციალურად დადასტურებული რიცხვი საქართველოში 20-ს აღწევს.
გამყრელიძე საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდებს.
გამყრელიძე: ივლისის პირველ კვირაში საქართველოში შემოვა სამი დასახელების ვაქცინა
“რა თქმა უნდა, მოიმატებს და მომავალი ერთი თვის განმავლობაში არ გამოვრიცხავთ, რომ დელტა ანუ ინდური შტამი გახდეს წამყვანი ცირკულაციაში. გუშინ თუ გუშინწინ ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის გამოსვლა იყო, სადაც მან თქვა, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც ავტორიზებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მოქმედებს და ფარავს ამ შტამებს, მათ შორის დასახელდა დელტა და ბრიტანული. აუცილებელია ავიცრათ. თუ ავიცრებით, ვერც ინდური შტამი მოგერევათ და ვერც სხვა ახალი შტამები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს”,- აცხადებს გამყრელიძე.