„ივლისის პირველ კვირაში საქართველოში შემოვა სამი დასახელების ვაქცინა. ორი ჩინური წარმოების ვაქცინა და ერთი ამერიკული წარმოების „პფაიზერი“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე განაცხადა.
მან საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრან. მისი თქმით, თუ ავიცრებით “მაშინ ვერც “ინდური შტამი” მოგვერევა და ვერც სხვა ახლი შტამo“.
“თუ ყველა ავიცრებით, მაშინ ვერც “ინდური შტამი” მოგერევათ, ვერც სხვა ახლი შტამo, რომელიც შეიძლება გაჩნდეს. ეს ვირუსი ადამიანს ებრძვის, მუტაციები მუდმივად ხდება, არ არის გამორიცხული სხვა დიდ პოპულაციებში სხვადასხვა მუტირებული შტამი ჩამოყალიბდეს. რთულია წინასწარმეტყველება რა შეიძლება გაჩნდეს”,-აღნიშნავს გამყრელიძე.