LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვატო ყიფიანს​ ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

136
1580588765-mamr1

ვატო ყიფიანი განზრახ მკვლელობის მომზადების საქმეზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. საქმე ეხება ძმები ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადებას. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 18-109 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მომზადებას (დაუმთავრებელ დანაშაულს) გულისხმობს.

ცნობისთვის, უკრაინამ ე.წ. კანონიერი ქურდი ვატო ყიფიანი ქვეყნიდან გააძევა.

შესაბამისი ინფორმაცია უკრაინის ეროვნული პოლიციის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული. უწყების განმარტებით, ეროვნული პოლიციის სტრატეგიული გამოძიების დეპარტამენტის ოფიცრებმა, მიგრაციის სახელმწიფო სამსახურთან ერთად, იძულებით დააბრუნეს „ავტორიტეტი“ მისი წარმომავლობის ქვეყანაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g