საქართველოს მოქალაქეებს ბელგიაში ჩასვლის შემთხვევაში 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. საქმე ისაა, რომ ბელგიამ 24 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთა შეზღუდა და ამ ქვეყნების სიაში მოხვდა საქართველოც.
Brussels times-ის ინფორმაციით, შეზღუდვის დაწესების მიზეზი აღნიშნულ ქვეყნებში ეპიდსიტუაციის გაუარესებაა და ისინი „ძალიან მაღალი რისკის ზონის“ ქვეყნებს მიეკუთვნებიან, რადგან აღნიშნულ ქვეყნებში კორონავირუსის ვარიანტების სულ უფრო მძლავრი გავრცელება ხდება, მაგალითად დელტა ვარიანტის.
აღსანიშნავია, რომ აკრძალვა ძირითადად სამხრეთ ამერიკის, აზიისა და აფრიკის ქვეყნებს შეეხოთ, მათ შორისაა: არგენტინა, ბოლივია, ჩილე, იორდანია, ნეპალი, პერუ, ყატარი, უგანდა და სხვა ქვეყნების, მათ შორის სამწუხაროდ, საქართველოც…