LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეონა დოლენჯაშვილი: „პრემია „საბა“ უკვე მესამედ მბლოკავს ჩემი პოლიტიკური, პირადი თუ რაღაც სხვა მოსაზრებების გამო…“

278
teonadolenjashvili629

მწერალი თეონა დოლენჯაშვილი წერს, რომ ამიერიდან ლიტერატურულ პრემია „საბასთან“, რომლის ორგზის გამარჯვებულია, თანამშრომლობას სამუდამოდ წყვეტს. გთავაზობთ მის სტატუსს ამ თემაზე:

„ძალიან გული მწყდება, რომ სამუდამოდ უნდა დავემშვიდობო ლიტერატურული პრემია „საბა“-ს!  პრემიას, რომლის ორგზის ლაურეატი ვარ და რომელიც უკვე მესამედ ჩემი პოლიტიკური, პირადი თუ რაღაც სხვა მოსაზრებების გამო მბლოკავს. „საბას“, რომელმაც გადაუხვია თავის უმთავრეს ადამიანურ და ლიტერატურულ ღირებულებებს და დაივიწყა ის, რისთვისაც შეიქმნა.

ამ პრემიის სათავეებთან იყვნენ დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე და რატი ამაღლობელი, რომელიც შექმნა მამუკა ხაზარაძემ, რომელიც დღეს ასევე ოპოზიციაშია და სდევნიან. დრო და ისტორია თავის სახელს დაარქმევს ყველაფერს. მწერლები პრემიებისთვის არ წერენ, მაგრამ პრემია, რომელიც მწერლებისთვის შეიქმნა, მწერლებისთვის აღარაა და  სისტემური უსამართლობის პროცესად და სახედ იქცა. მიუხედავად იმისა რომ

როგორც უსამართლო სასამართლო სისტემის მიერ წარმოქმნილ მონსტრ მოსამართლეებს ვერ მოვთხოვთ პასუხს, რადგან დამნაშავე სისტემაა, მაინც მტკიცედ მოვითხოვ, ჟიურის წევრებმა (კონკრეტულად იმ სამმა ადამიანმა, რომელზეც მთელი წლის ლიტერატურული მოსავალი ჰკიდია), აიღონ პასუხისმგებლობა და თუ წიგნი წაკითხული აქვთ, დაასაბუთონ საკუთარი გადაწყვეტილებები! იქამდე კი ყველა ეს ჩემი ეჭვი სრულიად ლეგიტიმურია!“

„საბას“ 2021 წლის ფინალისტები ცნობილია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g