LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარია და სააკაშვილი არიან სტრატეგიული პარტნიორები, სიტუაციური მოკავშირეები, რადგან მხოლოდ მათ აწყობთ რიგგარეშე არჩევნები: ლადო ბოჟაძე

152
bojadze

როგორია პოლიტიკური ველი თვითმმართველობის არჩევნებამდე  რამდენიმე თვით ადრე – ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ მოსალოდნელ სცენარზე ისაუბრა და არსებული ვითარება შეაფასა.

მისი თქმით, ოპოზიციას არ აქვს რესურსი დამოუკიდებლად გაიყვანოს მერები ან მაჟორიტარები, თუმცა როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საერთო კანდიდატების შეთანხმება მისთვის წარმოუდგენელია.

„ოპოზიციის საერთო კანდიდატებზე შეთანხმება წარმოუდგენლად მიმაჩნია იმ რეალობიდან გამომდინარე, რომელიც უკვე ვიხილეთ და იმ განცხადებებით, რომელიც ოპოზიციაში კეთდება.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბუნებრივია „ქართულ ოცნებას“ არ ექნება ფუფუნება იმისა რომ ყველა მუნიციპალიტეტში არ შეარჩიოს ღირსეული კანდიდატები, მაჟორიტარები, სახეები პროპორციული სიისთვის, რადგან ყველას აქვს საკუთარი პარტიული და პოლიტიკური ინტერესები. ბუნებრივია, რომ მოხდეს მერის გარშემო გაერთიანება, ეს აუცილებლად დაეტაკება პარტიების პროპორციულ ხმებს და დააზარალებს ინდივიდუალურად პარტიებს.

ოპოზიციის გაერთიანების არაერთი მაგალითი ვნახეთ, მათ შორის 31 ოქტომრბის არჩევნებზე და მისი შედეგები მაჟორიტარულ ნაწილში კარგად გვახსოვს როგორ დასრულდა“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

რაც შეეხება გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილის შესალო ალიანსს – ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ისინი ამ ეტაპზე არიან სტრატეგიული პარტნიორები, სიტუაციური მოკავშირეები, რადგან როგორც ბოჟაძე თვლის, მხოლოდ მათ აწყობთ რიგგარეშე არჩევნები.

„გახარია და სააკაშვილი ამ წუთში არიან ფაქტობრივად სტრატეგიული პარტნიორები, სიტუაციური მოკავშირეები, რადგან მხოლოდ ამ ორ პოლიტიკურ ძალას აწყობს რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში.

თუ „ქართული ოცნება“ 43 პროცენტზე ნაკლებს აიღებს, ბუნებრივია გვექნება რიგგარეშე არჩევნები. ამ შემთხვევაში „ქართული ოცნება“ ეცდება ხელოვნურად გამოიწვიოს პოლიტიკური და საპარლამენტო კრიზისი, თუმცა თუ მათ გადალახეს 43 პროცენტიანი ბარიერი და დარწმუნებული  ვარ ასეც იქნება, თუ იქნება კვლავ აქციები, დესტრუქცია, რომელიც ვიხილეთ არჩევნების შემდეგ, ეს შეიძლება იყოს ერთადერთი არაკანონიერი გზა ქვეყანაში ასეთი ტიპის მხილებების. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობა“ და გიორგი გახარიას პარტია არიან სიტუაციური მოკავშირეები. ფაქტია, რომ  მხოლოდ მათ ინტერესებში შედის ეს ყველაფერი და ეს ღიად განაცხადა გახარიამ.

გახარია უკვე გარანტირებულად არის მესამე ადგილზე და მასაც შესაბამისი პროცენტები უჩანს კლევებში. ბუნებრივია გიორგი გახარიას მხარდამჭერები არ იქნებიან მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ის ასევე სერიოზულად დააზიანებს მთელ ოპოზიციურ სპექტრს“,-განაცხადა ლადო ბოჟაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g