LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაიზერით” ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში ჩატარდება: ტიკარაძე

92
ეკატერინე ტიკარაძე

“ფაიზერის” ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა მხოლოდ კლინიკებში იქნება.” – ამის შესახებ ჯანდაცვის მინოსტრმა დღეს ისაუბრა და ასევე განმარტა, თუ რომელი ვაქცინით შეძლებენ მოქალაქეები დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში აცრას.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, იდენტიფიცირებულია რეგიონები, სადაც მოქალაქეებს კლინიკურ ნაწილთან ხელი ნაკლებად მიუწვდებათ, ამ მომენტში კი სხვა ფორმატში შეეცდებიან და გამოიყენებენ მასობრივი ვაქცინაციის სივრცეებს:

“ჩვენს მიერ იდენტიფიცირებულია ისეთი რეგიონები, სადაც სამწუხაროდ, კლინიკურ ნაწილთან ხელმისაწვდომობა მოქალაქეებს ნაკლები აქვთ. სწორედ ამ მომენტში, სხვა ფორმატში შევეცდებით და გამოვიყენებთ მასობრივი ვაქცინაციის სივრცით მოწყობას. საქართველოში ერთი მაგალითი უკვე გვაქვს, კერძოდ, თბილისში, “ჰუალინგის” ცენტრში.

მინდა მოქალაქეებისთვის განვმარტო, რომ “ფაიზერის” ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა იქნება მხოლოდ კლინიკებში. ვინაიდან ეს გარკვეული უსაფრთხოებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია. ასევე, “ასტრაზენეკასთან” მიმართებაშიც მათ ხელმისაწვდომობა ექნებათ კლინიკების ნაწილში. ხოლო ჩინური ვაქცინებით “სინოფარმით” და “სინოვაკით” ვაქცინაცია მათ შეეძლებათ დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებში. ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენ ამ პერიოდისთვის გვაქვს შეჯერებული,” – თქვა ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g