LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის გახშირებული შემთხვევები უკვე საგანგაშო ტენდენციის სახეს იღებს: ნინო ლომჯარია

108
ნინო ლომჯარია

წალკაში, სოფელ წინწყაროში ტელეკომპანია „პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმას, რომლის დროსაც, ტელეწამყვან ნოდარ მელაძის ცნობით, ჟურნალისტებს გამგებელი და მისი ბიძა ფიზიკურად გაუსწორდნენ, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში ეხმიანება და „ტვ პირველის“ ჟურნალისტებს მხარდაჭერას უცხადებს.

სახალხო დამცველის თქმით, ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის გახშირებული შემთხვევები საგანგაშო ტენდენციის სახეს იღებს, ამიტომ ლომჯარია შსს-ს მოუწოდებს დროულად მოახდინოს ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება!

„ჩემი მხარდაჭერა ტვ პირველის ჟურნალისტებს, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულების გამო ფიზიკური თავდასხმის და შეურაცხყოფის ობიექტები გახდნენ!

ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმის გახშირებული შემთხვევები უკვე საგანგაშო ტენდენციის სახეს იღებს!

მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დროულად მოახდინოს ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება!“, – წერს ნინო ლომჯარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g