LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო

56
ცესკო 33

ცესკოს თავმჯდომარეობისა და ცესკოს წევრობის კანდიდატთა შესარჩევ ღია კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო.

როგორც „ფორტუნას“ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა განუცხადა, განაცხადების მიღება 6 ივლისს 18 საათზე დასრულდება და კომისიას პირველი სამუშაო სხდომა სამშაბათს ექნება.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატთა შესარჩევი ღია კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულება გამოსცა.

ადმინისტრაციის ცნობით, განკარგულებით გამოცხადდა ღია კონკურსი ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად.

magti 5g