„საია ამ სარჩელით არ შემოიფარგლება და უახლოეს მომავალში ასევე, გეგმავს, ემიგრანტების სხვა ჯგუფის სახელით საყოველთაო საარჩევნო უფლებასთან დაკავშირებით სტრატეგიული სამართალწარმოების გაგრძელებას“ - განაცხადა საია-ს თავმჯდომარემ.
„საიასთვის მოქალაქეთა ნაწილის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, მათ მხოლოდ ანგარიშების დაყადაღების შემდეგ მიიღეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათ მიმართ დაწყებული იყო ადმინისტრაციული წარმოება და შედგენილი იყო საჯარიმო ოქმი“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.
როგორც საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დოკუმენტი აანალიზებს გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის უკიდურესი ფორმის შესახებ არსებულ საერთაშორისო სტანდარტებს და ეროვნულ საკანონმდებლო ჩარჩოს.