“ამ დღეებში ასტრაზენეკას დამატებითი დოზები შემოვა და ყველა, ვისაც პირველი აცრიდან 10-12 კვირა გასდის, შესაბამისად აიცრება.” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მაშინ როდესაც ასტრაზენეკას ძირითადი დოზები შემოვა, აღნიშნული ვაქცინით აცრას ყველა შეძლებს:
“შემდგომ, როდესაც ასტრაზენეკას ძირითადი დოზები შემოვა, ყველა ადამიანი, ვისაც მეორე დოზა დასჭირდება, იქნება ასტრაზენეკათი აცრილი.” – განაცხადა გამყრელიძემ.
მან ფაიზერის შემოსვლის თარიღზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ბილატერალური მოლაპარაკებებით ფაიზერის დოზების მოწოდოება თანდათანობით, ივლისში დაიწყება, შემდგომში კი ამას დაემატება აშშ-ის მთავრობის დახმარება ასევე ფაიზერის შესაბამისი დოზებით.