LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტყიბულში 200-მდე მაღაროელი გაიფიცა

110
ტყიბული

ტყიბულში 200-მდე მეშახტე გაიფიცა. ამ დროისთვის სამი ობიექტია გაჩერებული. გაფიცულები ანაზღაურების ბონუს სისტემაზე უარს ამბობენ და ხელფასების ფიქსირებული ოდენობით მატებას მოითხოვეთ.

გაფიცულ მეშახტეთა თქმით, არსებული კრიზისის ფონზე მათი ხელფასი მინიმალურია, ამიტომ მუშაობას მანამ არ გააგრძელებენ, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

დამსაქმებელი კომპანია მეშახტეთა ხელფასების მატების მოთხოვნასთან დაკავშირებით, საკონსულტაციო საბჭო შეიკრიბება და საკითხზე ამის შემდეგ დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g