WhatsApp-მა „ანდროიდის“ ბაზაზე შექმნილი სმარტფონებისთვის ახალი ფუნქცია დაამატა. მალე გასაგზავნი ვიდეორგოლების ხარისხის შერჩევა გახდება შესაძლებელი. მომხმარებელს გაგზავნამდე ვიდეოს სამი ვარიანტის შერჩევა შეეძლება – „ავტო“, „უკეთესი ხარისხი“ და „მონაცემების ეკონომია“.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გახდება აღნიშნული ფუნქცია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი.