LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარლამ გოლეთიანი პარლამენტთან კონტრაქციას შეუერთდა

155
varrrr

„რიონის ხეობის მცველები” თბილისში მიმდინარე კონტრაქციას შეუერთდნენ.

როგორც ისინი აცხადებენ, აქციაზე საპატრიარქოს მოწოდებით ჩამოვიდნენ.

“ვუერთდებით საპატრიარქოს განცხადებას და გვინდა მშვიდობიანად დავაფიქსიროთ პოზიცია. აბსოლუტურად წინააღმდეგი ვართ ძალადობის” – უთხრა მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ვარლამ გოლეთიანმა “რადიო თავისუფლებას” რუსთაველის გამზირზე.

თანამოაზრეების ნაწილთან ერთად უკვე თბილისში იმყოფებიან მოძრაობის ლიდერები ვარლამ გოლეთიანი და მარიტა მუსელიანი, მოძრაობის კიდევ ერთმა ლიდერმა მაკა სულაძემ კი განაცხადა, რომ ის გზაშია.

ფოტო: “რადიო თავისუფლება”.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები