LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარლამ გოლეთიანი: ნამოხვანში ვიმარჯვებთ, „ენკას“ ინფრასტრუქტურის დემონტაჟი დაწყებული აქვს

1740
ვარლამ გოლეთიანი

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელიც ნამოხვანჰესს აშენებდა, ხეობას ტოვებს და საკუთარი ბაზების დემონტაჟს ახორციელებს.

„აქ, ნამოხვანში ვიმარჯვებთ და სულ მალე ეს გამარჯვება გაფორმდება, იმიტომ, რომ „ენკას“ თავისი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი დაწყებული აქვს და გააქვს, ნაწილი ტექნიკისა გაიტანა კიდეც. ვიდრე ხეობა მთლიანად არ გათავისუფლდება და ჩვენი თვალით არ ვნახავთ, მანამდე არ ვტოვებთ აქაურობას.

ნიჰილიზმი, რომ ბრძოლას არ აქვს აზრი, დამსხვრეულია – „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეწყვეტა ჩვენთვის მოულოდნელი იყო: ვარლამ გოლეთიანი

იმას, რომ ჩვენ სხვადასხვა დროს მრავალათასიანი აქციები ჩავატარეთ და ამ პროტესტის გარშემო უამრავი ადამიანია მობილიზებული, რა თქმა უნდა, შედეგი აქვს. თუმცა, ეს საკმარისი არ არის და ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, გაცილებით ფართო ხედვა გვჭირდება.“ – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

ნამახვანჰესის პროექტის გაჩერება მთავრობის დამსახურებაა…„თითოეული მოქალაქე საკუთარი ჯიბიდან აგებს პასუხს“: ლევან ალაფიშვილი ENKA-ს მიერ კონტრაქტის გაწყვეტაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები