LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წლის ჰოლანდიელი ბიჭის დახმარებით წნორის სათნოების სახლს სასმელი წყლის პრობლემება მოეხსნა

112

ჰოლანდიაში მცხოვრები მოზარდის დახმარებით, წნორის ბროწლიანის სათნოების სახლში სასმელი წლის პრობლემა  მოგვარდა. 13 წლის გიორგი ვენკომ, რომელიც დედით ქართველია, სათნოების პრობლემის შესახებ რამდენი თვის წინ საქართველოში ვიზიტის დროს შეიტყო. კერძოდ, ზაფხულის არდადეგებზე დედასთან პატარა ქველმოქმედი კახეთში იმყოფებოდა და სათნოების სახლს ეწვია, სადაც მან მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ბენეფიციარები გაიცნო. სწორედ ამის შემდეგ, გიორგი ვენკომ საქველმოქმედო აქციის მოწყობა გადაწყვიტა და დააფუძნა ფონდი“დაეხმარე საქართველოს“, რომლის საშუალებით სათნოების სახლში არსებული წყლის და ამორტიზებული სახურავის პრობლემა მოგვარდებოდა.

გიორგი ვენკომ საქველმოქმედო პროექტის განხორციელებაში უამრავი ხალხი დააინტერესა და თანხების მობილიზება დაიწყო. ბენეფიციარების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების უზრვენველსაყოფად, ჭაბურღილის გათხრითი სამუშაოები განხორციელდა. არტეზიული ჭიდან წყლის მოპოვებას დამატებითი თანხების მობილიზება საჭიროებს და ღონისძიებების ჩატარება გახადა საჭირო. ამჯერად, გიორგის ჰოლანდიაში არსებული ქართული კულტურის ცენტრი და კომპანია Tika Tours დაეხმარა. აღნიშნული კომპანიების დახმარებით, მიმდინარე წლის დეკემბრის თვეში ამსტერდამში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, საიდანაც შემოსული თანხა, ბროწლიანის სათნოების სახლის წყლით უზრუნველყოფის სისტემისთვის შეგროვდა.

დღეს, 25 თებერვალს გიორგი ვენკო ოჯახის წევრებთან ერთად ბროწლიანს ეწვია და სათნოების სახლისთვის წყლის მიწოდების საზეიმო ცერემონიალს დაესწრო.

ცნობისთვის, ბროწლიანის სათნიების სახლში სულ 25 ფენეფიციარი ცხოვრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g