ნაციონალური მოძრაობის წევრი რომან გოცირიძე 5-6 ივლისის მოვლენებში ხელისუფლების ბრალეულობას ხედავს და პრემიერ მინისტრის გადადგომას მოითხოვს.
„ დაისჯება თუ არა ეს ხალხი, იქნება განსაზღვრული, რა როლი მიუძღოდა ხელისუფლებას.“ – რომან გოცირიძე
რომან გოცირიძეს არ აქვს მოლოდინი რომ დამნაშავეები დაისჯებიან და მიიჩნევს, რომ ასობით იდენტიფიცირებული მოძალადიდან, მხოლოდ 2-3 ადამიანს დატოვებენ საპატიმროში, ისიც საჩვენებლად.
„ხელისუფლება რომ არის დამნაშავე და წამქეზებელი, ამაში ორი აზრი არ არის,“ – ამბობს გოცირიძე.
მისი განცხადებით, ამიტომ უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი, მიყვეს მთავრობა და შინაგან საქმეთა მინისტრი.
“რაგბის ილეთებით, ხელჩაკიდებულები უტევნდნენ პოლიციელებს, ანგრევდნენ კედელს” – რომან გოცირიძე
„ეს ადამიანები არიან დამნაშავეები. მათ გაწირეს პატიოსანი, რიგითი პოლიციელები. რაგბის ილეთებით, ხელჩაკიდებულები უტევნდნენ პოლიციელებს, ანგრევდნენ კედელს და პოლიციის ხელმძღვანელობა ჩახუტებული საუბრობდა ქუჩაში მოძალადეების ლიდერებთან და მათთან ფილოსოფიურ განსჯებში იყო, ნაცვლად იმისა, რომ მოეკიდა ყურში ხელი და კინწისკვრით გაეყარათ”,- განაცხადა გოცირიძემ.