გაგუას კლინიკა სოციალურ ქსელში აქვეყნებს სასიხარულო ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ კლინიკაში დაბადებული პატარა გოგონა, ექიმების შრომის შედეგად, სამი თვის შემდეგ, საავადმყოფოდან ჯანმრთელი გაეწერა.
გთავაზობთ გამოქვეყნებულ პოსტს:
„მართა ჩვენს კლინიკაში 28 კვირის ვადაზე დაიბადა და 1000 გრამს იწონიდა, ექიმების თავდაუზოგავი შრომისა და ჩვენთან გატარებული 3 თვის შემდეგ მშობლებთან ერთად სახლში გავაცილეთ…“