LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ტერიტორიაზე მოვაჭრეებს სავარაუდოდ ხვალ შეუშვებენ

247

სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ ტერიტორიაზე მოვაჭრეებს სავარაუდოდ ხვალ შეუშვებენ, – ამის შესახებ დაზარალებულებმა განაცხადეს.

მათი ინფორმაციით, დამწვარია შენობის ნულ და მესამე სართულზე განლაგებული საცავები, ხოლო პირველი და მეორე სართული, სადაც მხოლოდ დახლები იყო განთავსებული, დამწვარი არ არის. აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე, მოვაჭრეების ნაწილი ეჭვობს, რომ ხანძარი განზრახ არის გაჩენილი.

ასევე ცნობილია, რომ სამართალდამცავებმა ამოიღეს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები და მიმდინარეობს მათი შესწავლა. „თერგის“ მიმდებარე ტერიტრიაზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იქნება პოლიცია, რომელიც პერიმეტრს გაუწევს კონტროლს, უშუალოდ „ქალაქის გულის“ შესასვლელი კი სპეციალური ჯებირებით არის შემოსაზღვრული.

magti 5g