LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსტაფა ემრე ჩაბუქი დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს

83

დემირელის კოლეჯის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართეს, – ამის შესახებ ჩაბუქის ადვოკატმა, იოსებ ბარათაშვილმა, განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ჩაბუქი ოჯახთან ერთად ცხოვრობს, თუმცა ინფორმაცია გასაიდუმლოებულია და საცხოვრებელთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრის უფლება არ აქვს.

„მუსტაფა ემრე ჩაბუქი ჩართულია დაცვის სპეციალურ პროგრამაში ისევე, როგორც ჩართულები არიან მისი ოჯახის წევრები. დაკმაყოფილდა მისი განცხადება და მას უკვე სახელმწიფო დაცვა იცავს. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის გასაიდუმლოებული ინფორმაცია, უფრო მეტ დეტალზე ვერ ვისაუბრებთ,“ – განაცხადა იოსებ ბარათაშვილმა.

მუსტაფა ემრე ჩაბუქმა დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის მოთხოვნით, პროკურატურას მიმდინარე წლის 23 თებერვალს მიმართა. ჩაბუქი აცხადებდა, რომ არსებობდა საფრთხე, რაზეც ხმამაღლა და დაწვრილებით ვერ ისაუბრებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები