LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასვენება უფასოდ – ახალი ნაბიჯი ტურიზმის ინდუსტრიაში

434

დასვენება უფასოდ მსოფლიოს 4000 კურორტსა და და 120  ქვეყანაში  – აქამადე არარეალური შესაძლებლობა სამშენებლო კომპანია „ალიანს ჯგუფის“ არსებული  და მომავალი კლიენტებისთვის 2018 წლიდან ხელშესახები და რეალური ხდება.

„ახალი ნაბიჯი, რომელიც სრულიად ცვლის ქვეყანაში დასვენების ინდუსტრიისადმი დამოკიდებულებას,“ – ასე აფასებენ იდეის ინიციატორები სამშენებლო კომპანიის ახალ წამოწყებას.

აპარტამენტების გაცვლითი სისტემა, რომელიც  ქართულ ბაზარზე დღემდე არ არსებობდა  მომხმარებლისთვის „ალინს ჯგუფსა “ და მსოფლიოში აპარტამენტების გაცვლით სისტემაში ლიდერ კომპანია  RCI-ს  შორის გაფორმებული ხელშეკრულების შემდეგ გახდა ხელმისაწვდომი.

ნებისმიერი ადამიანი, ვინც ბათუმში „ალიანს პალასში“ ან თბილისში „ალიანს ჰაილაინში“ აპარტამენტს შეიძენს, აპარტამენტთან ერთად ყიდულობს დასვენების უფლებას RCI მფლობელობაში არსებულ სასტუმროებში მსოფლიოს 4 ათასზე მეტ კურორტზე.   

„აპარტამენტის შეძენის შემდეგ მფლობელს შეუძლია, თავად დაისვენოს საკუთრებაში, გააქირავოს აპარტამენტი ან, მაგალითად, ზაფხულში ერთი ან ორი კვირით განათავსოს  ერთიან  ონლაინ პლატფორმაზე. აპარტამენტს მიენიჭება ქულა (საქართველოს უმაღლესი ქულები ენიჭება), რომლის შესაბამისადაც, იმ 2 კვირის განმავლობაში საქართველოდან RCI-ის  ნებისმიერ სასტუმროში, სხვის აპარტამენტში შეგიძლიათ, დაისვენოთ. ასევე სესაძლებელია ქულების შენახვა, დაგროვება  და სხვა სეზონზე გამოყენება,“ – განარტავს „ალიანსის  დასვენების კლუბის“ დამფუძნებელი, თემურ ბიწაძე.

RCI-ის კლუბის წევრობა წელიწადში, დახლოებით, 100 აშშ დოლარი ეღირება, რომელსაც აპარტამენტში ჩამოსული უცხოელი სტუმარის გახარჯული კომუნალური გადასახადი დაემატება.

აღსანიშნავია, რომ RCI-ის  აპარტამენტების გაცვლით სისტემაში 4 მილიონი ოჯახია ჩართული და სწორედ ამ დიდი კლუბის მონაწილე და საპატიო წევრი ხდება საქართველო.  თავის მხრივ კი 4 მილიონი უცხოელი ოჯახისთვის დასვენების რუკაზე საქართველო ახალი ლოკაციად აინთება.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g