LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი: პრემიერი ლაშქარავას გარდაცვალებაზე

61
ირაკლი ღარიბაშვილი

მე გარანტიას ვიძლევი, რომ ყველა ის მოძალადე, რომელიც ჩართული იყო აღნიშნულ პროვოკაციაში, იქნება სამაგალითოდ დასჯილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, იმაზე, თუ რატომ მოხდა თავდასხმა მაინცდამაინც ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე.

„გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის, იმ ვერსიაზე, თუ როგორ მოხვდნენ აღნიშნული აგრესიული პირები, რატომ მაინცდამაინც ჟურნალისტებზე და ოპერატორებზე გააკეთე შეტევა. ეს არის ლეგიტიმური კითხვა, რასაც გამოძიებამ უნდ გასცეს პასუხი. არსებობს ვერსია, რომ შესაძლოა აღნიშნული პროვოკატორების უკან იდგეს რევანშისტული, რადიკალური ძალა. ჩვენ კარგად გვახსოვს და არავი დაავიწყდება ამ ქვეყნაში, თუ რა მეთოდებით მართავდნენ აღნიშნული მოძალადეები და მკვლელები ჩვენს ქვეყანას. როდესაც ხდებოდა ტერორისტული აქტების დადგმაც კი საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, “შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს. გუშინვე, ძალიან ოპერატიულად ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები, ასევე ოჯახის და ტელევიზიის მოთხოვნით პროცესში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი და მოკლეს ვადებში ძალიან მალე, ყველა კითხვას გაეცემა ძალიან ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი.” – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ეს არის ტრაგედია და მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან:

“მსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო ალექსანდრე ლაშქარავას ოჯახს, მის ახლობლებს კოლეგებს და ყველას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ეს არის ტრაგედია, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან.

მინდა მოსახლეობას ვუთხრა, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს, გუშინვე, ძალიან ოპერატიულად ჩაატარა შესაბამისი სამუშაოები, ასევე ოჯახის და ტელევიზიის მოთხოვნით პროცესში ჩართულია დამოუკიდებელი ექსპერტი და მოკლეს ვადებში, ძალიან მალე, ყველა კითხვას გაეცემა ძალიან ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი.” – თქვა პრემიერმა.

ღარიბაშვილმა განვითარებული მოვლენები შეაფასა და მას უწოდა მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ:

“ეს არის მორიგი წარუმატებელი შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეკლესიური ძალების მიერ დაგეგმილი შეთქმულება ვერ შედგა და ვერ შედგება ვერასოდეს ჩვენს ქვეყანაში.

ამ ადამიანის ტრაგედია სცადეს გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. რა შეიძლება იყოს იმაზე ამორალური, როცა გარდაცვლილი ადამიანის ტრაგედიით ცდილობ საკუთარი პოლიტიკური მიზნების მიღწევას.” – თქვა პრემიერმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, ხელისუფლება გმობს და ხელს შეუშლის ნებისმიერ ძალადობას ქვეყანაში. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ აღნშნულ საქმეზე პოლიციამ უკვე დააკავა 4 პირი და ასეევ, ყველა მოძალადე იქნება მთელი სიმკაცრით დასჯილი.

დღესვე, პრემიერმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ვიცე-პრემიერებად დაინიშნა.

„ჩვენ ორ ვიცე-პრემიერს ვნიშნავთ დღეს. ქალბატონი თეა წულუკიანი იქნება ვიცე-პრემიერი და ბატონი ლევან დავითაშვილი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g