LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოდნავი თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს სახელმწიფოს, ხვალ, ჩვენი გმირი ოპერატორის დაკრძალვის დღე, გლოვის დღედ უნდა იყოს გამოცხადებული: ლაშა ბუღაძე

97
ლაშა-ბუღაძე

„ოდნავი თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს სახელმწიფოს, ხვალ, ჩვენი გმირი ოპერატორის დაკრძალვის დღე, გლოვის დღედ უნდა იყოს გამოცხადებული – მედიას ვთხოვ, ჩვენ გამოვაცხადოთ გლოვის დღე ტელეეკრანებიდან“, – აღნიშნული განცხადება მწერალმა ლაშა ბუღაძემ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, ოღონდ სიკეთესა და ბოროტებას შორის“.

„ოდნავი თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს ამ სახელმწიფოს, ხვალ ჩვენი გმირი ოპერატორის დაკრძალვის დღე, გლოვის დღედ უნდა იყოს გამოცხადებული, სახელმწიფო დროშები დაშვებული უნდა იყოს და ჩვენ ვაცხადებდეთ სახელმწიფო გლოვას. მივმართავ მედიას, რადგან ამათი იმედი არავის არ გვაქვს – ხომ მოვისმინეთ რაც თქვა ივანიშვილის ბოროტმა მარიონეტმა და კარიკატურამ, რომ წამოცდა კიდეც – დაისაჯაო, დაღუპვის მაგივრად და გაამჟღავნა, რომ ეს მათი მხრიდან დასჯა იყო ჟურნალისტების. მედიას ვთხოვ, ხვალ ჩვენ გამოვაცხადოთ გლოვის დღე ტელეეკრანებიდან, ვინაიდან ჩვენ ვიცით, ეს რამხელა ტრაგედიაა. ზოგიერთები ცხვირს იბზუებენ, რომ ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაა. დიახ, მეგობრებო, ეს ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, ოღონდ სიკეთესა და ბოროტებას შორის“, – განაცხადა ბუღაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g