LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: ამერიკელმა ქალბატონმა ჩამოწერილი ბოინგი იყიდა და იქ დასახლდა

177
americaplannews45

მისისიპის შტატის ქალაქ ბენუის მცხოვრები ჯოან უსერი თავის ორ  შვილიშვილს საუკეთესო ბებიად მიაჩნია, რადგან მათთვის ჯოანთან ყოველი სტუმრობა თავგადასავალია. გასაკვირი არც არაფერია, ბებია ხომ თვითმფრინავში ცხოვრობს. ქალბატონმა ჩამოწერილი ბოინგ 727 შეიძინა და მასში საცხოვრებელი მოიწყო.

42 მეტრის სიგრძის „სახლში“ შესასვლელად არც ბილეთი და არც პასპორტი საჭირო არ არის. მასში სამი საძინებელი ოთახია, ასევე მისაღები ოთახი, თანამედროვე სამზარეულო და მდიდრული აბაზანა. ბოინგში 4 ტუალეტია, თუმცა მოწევა არცერთ მათგანში არ შეიძლება.

ქალბატონის თქმით, თვითმფრინავი საუკეთესო სახლია მსოფლიოში, რადგან მასში ყველაფერია, რაც შეიძლება ადამიანს დასჭირდეს: ტელეფონი, კონდიციონერი, ღუმელი, სარეცხი მანქანა  და ჭურჭლის სარეცხი მანქანაც კი. „ჩემს მეგობარებს აქ წვეულებების გამართვა ძალიან უყვართ, ჩემს შვილიშვილებს კი სტუმრობა ნამდვილ თავგადასავლად მიაჩნიათ“ – ამბობს ჯოან უსერი.

მას თვითმფრინავი მხოლოდ 2000 დოლარი დაუჯდა, თუმცა ამაზე გაჩერებას არ აპირებს. ,,თუ საშუალება მომეცა, მომავალში ბოინგ 747-ს შევიძენ, რომელიც ორსართულიანია. ყოველთვის მინდოდა, რომ საძინებელი მეორე სართულზე მქონოდა“.- ამბობს ის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g