LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რასაც ახლა გეტყვით ალბათ ძალიან გაგიკვირდებათ..“ – რა გაგაოცებთ ამერიკაში, რა გაგაკვირვებთ და რაში გჭირდებათ რკინის ნერვები: აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბლოგერის რჩევები ემიგრანტებს

3630
ნანკა სიჭინავა (1)

„რა გაგაოცებთ ამერიკაში, რა გაგაკვირვებთ და რაში გჭირდებათ რკინის ნერვები“ – ამ სათაურით აქვეყნებს მორიგ რჩევებს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბლოგერი ნანკა სიჭინავა და გარკვეულ რეკომენდაციებს გასცემს.

„1. წინასწარ მიეჩვიეთ და გამოიმუშავეთ მოთმინების უნარი, რადგან ტელეფონზე შეიძლება ნახევარი დღე ეკიდოთ და ვერ დარეკოთ ბუნებრივი აირის კომპანიაში, ბანკში, ონლაინ მაღაზიის დახმარების ცენტრში და სხვა უამრავ ადგილას, რადგან 1 საათი ესაუბრებით რობოტს , სანამ გადაგრთავთ ოპერატორთან?

2. არ იჩხუბოთ არსად! ჩხუბით ვერაფერს გახდებით, სჯობს მოაგვაროთ ღიმილით და მშვიდი ტონით ბოდიშის მოხდით და მადლობის გადახდით ნებისმიერი საქმე.

3. ერთიდაიგივე დაწესებულებაში, სახელმწიფოში თუ საჯაროში სხვადასხვა მომუშავე პირი სხვადასხვა რამეს გეტყვით, რაც არ უნდა ესაუბროთ გუშინ ვიყავი , ერთი საათის წინ ვიყავი და იმან სხვა რამე მითხრაო ღიმილით და დაუზარებლად გაგიმეორებენ იგივეს 700-ჯერ ,რაც პირველად გითხრეს (აქ რკინის ნერვი გჭირდებათ) უბრალოდ დაემშვიდობეთ წადით და მოდით სხვასთან 🙂

4. რასაც ახლა გეტყვით ალბათ ძალიან გაგიკვირდებათ, მაგრამ

ადგილობრივი იუტელები ოჯახს ქალიშვილები ქმნიან, ოჯახის შექმნის ასაკი 18-25 წლის შუალედია, ყავთ 3 და მეტი შვილი, საშუალო რაოდენობა შვილების 6-ია:)

აი ასე ..

ამ თემას თუ რა უნდა იცოდეთ და რა გაითვალისწინოთ კიდევ გავაგრძელებ შემდეგ პოსტებში ?❤️

რომელი იცოდით ამ ოთხიდან?“ – წერს ნანკა სიჭინავა.

“ამერიკას არასოდეს შეხედოთ მხოლოდ ფულის შესაგროვებელ ადგილს.. თუ ფულმა ჩაგითრიათ არ მოგინდებათ დასვენება და ცხოვრება ისე გაფრინდება კაპიტალის დაგროვებაში უკვე მის დასახარჯად ენერგია არ გეყოფათ” – აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბლოგერის რჩევები ემიგრანტებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები