ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული, კორონავირუსით 22 დღის ჩვილი გარდაიცვალა, რომელიც ალფა, ე.წ. ბრიტანული შტამით იყო ინფიცირებული.
ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ციცინიშვილის კლინიკის დირექტორმა მაია ჩხაიძემ დაუდასტურა.
ჩვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდებოდა.
კლინიკაში ამ დრომდე რჩება კოვიდინფიცირებული ორი ჩვილი. მათი მდგომარეობაც მძიმეა. ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გუშინ გავრცელდა ინფომაცია, რომ მათი ჯანმრთელობუის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა.