ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ 20 ივლისი გლოვის დღედ გამოაცხადა.
ბოლო მონაცემებით, ბელგიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა, კიდევ 20 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
„ველოდებით საბოლოო რიცხვს, თუმცა ეს შესაძლოა, იყოს ყველაზე კატასტროფული წყალდიდობა, რაც კი ქვეყანას ოდესმე უნახავს“, – განაცხადა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, გერმანიაში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 100-ს აჭარბებს, ასობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.
სტიქია მძვინვარებს ასევე ნიდერლანდებში, შვეიცარიასა და ლუქსემბურგში.